ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘საქართველო

გზავნილი საქართველოდან

with 16 comments

1972 და 1973 წლებში ნასამ “პიონერ–10” და “პიონერ–11” დაძრა იუპიტერისაკენ, რომლებიც იუპიტერის ორბიტას დააჯდნენ, დამატებითი აჩქარება შეიძინეს და მზის სისტემის გარეთ იქნენ გატყორცნილები. სწორად მაშინ დაებადა კარლ საგანს, მე–20 საუკუნეში მოღვაწე ჩემს ერთ–ერთ ფავორიტ პერსონას, რომ ამ უპილოტო კოსმოსურ აპარატებში მოეთავსებინა ე.წ. Pioneer plaque, ანუ “პიონერის ფირფიტა”, გზავნილი დედამიწელებისგან, რომელზე გამოსახულ დიაგრამასაც არადედამიწური ცივილიზაციებისათვის უნდა შეეტყობინებინა ჩვენი პლანეტის ადგილმდებარეობა დროსა და სივრცეში და უმთავრესი ცნობები მისი გონიერი ბინადრების შესახებ.

დიდი ხნის ბჭობისა და განსჯის შემდეგ ცოლ–ქმარმა საგანებმა ეს სურათი შექმნეს (იხ. ილუსტრაცია). შემდეგ ლითონის ფირფიტაზე ამოკაწრეს და “პიონერ–10″–ში ყველაზე გამოსაჩენ ადგილას მოათავსეს და შემდეგ მისი ასლი “პიონერ–11″–საც გაატანეს. ნახატი გადატვირთულია სიმბოლოებით. მასზე არჩეულია დროისა და სივრცის ერთეულები. მითითებულია მზის სისტემისა და დედამიწის ადგილმდებარეობა 14 პულსარის ადგილმდებარეობის მიხედვით და მამაკაცისა და ქალის გამოსახულება, რომელსაც ძირითადი წარმოდგენა უნდა შეექმნა არადედამიწელ გონიერთათვის მზის სისტემის მესამე პლანეტაზე მოსახლე ჰომოსაპიენსების შესახებ.

პიონერის ფირფიტამ იმდროინდელ პურიტანულ ამერიკულ საზოგადოებაში მრავალი მითქმა–მოთქმა და შეკითხვა გააჩინა. მაგალითისთვის ერთ–ერთი საკითხი, რომელსაც მრავალი ტელეგადაცემა მიეძღვნა ის იყო, თუ რატომ არიან ქალი და მამაკაცი ფირფიტაზე შიშვლები?! უფრო მეტიც, ეს სურათი პირველი გამოსახულება იყო, კანადისა და ამერიკის ტელეეთერში გადაცემულ გამოსახულებებს შორის, რომელზეც ქალისა და მამაკაცის შიშველი ფიგურები იყო აღბეჭდილი.

დიდხანს ვფიქრობდი და აი, ქართველებს რომ დაემზადებინათ ეს ფირფიტა, უფრო სწორად რომ გახდეს საჭიროება გავაგებინოთ სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებს დიაგრამის მეშვეობით, თუ ვინ ვართ და რა შეგვიქმნია, ნეტა რა უნდა ამოვკაწროთ ჩვენეულ ფირფიტაზე?! ჰოდა, დღეს ინტერნეტში ბოდიალისას ამ დიაგრამას წავაწყდი, რომლის ავტორიც გიორგი ჩახავაა. ჩემი მოკრძალებული აზრით ქვემორე განთავსებული დიაგრამა ზუსტად ასახავს იმას თუ ვინ ვართ, რა შეგვიქმნია და საერთოდ რა გვინდა ამ სამყაროში ჩვენ, ორზღვასშუა მობინადრე ქართველებს…

P. S. მიხვდით რა არის გამოსახული გიორგი ჩახავას დიაგრამაზე?!

Advertisements

Written by linguistuss

January 12, 2011 at 12:32 pm

მარკ რიბუს მაგიური რეალიზმი

with 19 comments

ფრანგ ფოტოგრაფს, მარკ რიბუს 1992 წელს საქართველოში უმოგზაურია და შესაბამისად სურათებიც გადაუღია. არტემი ლებედევმა დადო ამასწინათ მისი ფოტოები, რომელიც რუსეთში აქვს გადაღებული და იქვე ლინკი იყო მითითებული, დანარჩენი ვისაც გაინტერესებთ, ნახეთო. მახლობელი თუ შორეული აზიის ქვეყნებს შორის საქართველო რომ აღმოვაჩინე ძალიან გამიკვირდა, თუმცა ბოლოს ფოტოებმა ჩამითრია და მომნუსხა. ბავშვობა გამახსენდა, ზუსტად ასეთი იყო თბილისი 17 წლის წინ…

Written by linguistuss

August 16, 2009 at 3:45 pm