ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Posts Tagged ‘შეკითხვა

პერიოდული შეკითხვა #22

with 8 comments


რომელი ორი ინგლისური სიტყვაა ჩაწერილი ბრაილის ანბანით სურათზე? (ბრაილის შრიფტში ძებნას არა ვართ)

Advertisements

როგორი უნდა იყოს კარგი შეკითხვა?

with 4 comments

იმ წრეში, სადაც მე მიწევს ყოფნა, ტრიალი თუ მოძრაობა, ხშირად არის განსჯის საგანი თუ როგორი უნდა იყოს კარგი შეკითხვა. ამის საილუსტრაციოდ ქმნიან თეორიებს, მოჰყავთ მაგალითები და არის გარჩევა და ერთი ამბავი. ამასთან დაკავშირებით ბორის ბურდას და მაქსიმ პოტაშოვის მოსაზრებებიც წავიკითხე მათსავე საიტებზე და აქ ამ თეორიების ჩამოყოლებას, რა თქმა უნდა, არ შევუდგები. უბრალოდ იმის თქმა მსურს, რომ როდესაც საუბარი კარგ შეკითხვაზეა, მასში უნდა იგრძნობოდეს შემოქმედებითი მუხტი, რომელიც მასში თავად ავტორმა ჩადო. მხოლოდ წიგნიდან ფაქტის ამოწერა და სურათის დაკოპირება რომელიმე საიტიდან საამისოდ ხშირად საკმარისი არ არის. თუ შეკითხვის ავტორი ვერ იქნება კრეატიულობის სიმაღლეზე კითხვაც რუხი და უფერული გამოდის. ამის საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ შეკითხვას, რომელიც 2008 წლის ერთ–ერთ საუკეთესო შეკითხვად დასახელდა МАК-ის (Международная Ассоциация Клубов ЧГК) ვერსიით.

შეკითხვა: გუნდებს ურიგდებათ ფოტო (იხილეთ ფოტო), რის შემდეგაც წამყვანი ამბობს, რომ ნათელი ლაქა სურათის მარჯვენა ნაწილზე ფოტოაპარატის ე.წ. “ვსპიშკის” ათინათია. თქვენს წინაშეა რუკა 1905 წლის “ბედეკერის” გზამკვლევიდან. რომელი ქალაქია გამოსახული რუკაზე?

map

პასუხი: სირაკუზა (განათებული ადგილი კი ზუსტად ის ადგილია რუკაზე, სადაც ლეგენდის მიხედვით მრავალი სარკის გამოყენებით არქიმედემ რომაელთა ფლოტი დაწვა).

“ბედეკერის” გზამკვლევში რა თქმა უნდა ეს ადგილი არ იყო დანათებული. შეკითხვა კი მას შემდეგ გახდა კარგი, როდესაც კითხვის ავტორს მისი დანათების იდეა მოუვიდა. უბრალოდ რომ აეღო და რუკის ასლი დაერიგებინა და ეკითხა რომელი ქალაქიაო, რა თქმა უნდა, ერთი რიგითი და ჩვეულებრივი კითხვა იქნებოდა “საიდან უნდა მივხვედრილიყავი” შეკითხვების სერიიდან.