ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

მუსიკალური შეკითხვა #3

with 18 comments

costume

კარგად მოუსმინეთ ჩანაწერს და შეეცადეთ გამოიცნოთ თუ რა ენაზე საუბრობს ეს ქალბატონი. ამასთან გაითვალისწინეთ, რომ პირველი ვერსია მოცემულ შემთხვევაში მცდარი იქნება! აბა ვნახოთ, ამას როგორ გაუმკლავდებით :)

[პასუხი: ლადინო, ესპანელ ებრაელთა ენა]

Written by linguistuss

July 19, 2009 at 2:27 am

18 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. თუმცა არა, ჟ–ების სიმრავლე მიუთითებს რომ ან გალისიურია ანაც კატალანური…

    Goga

    July 19, 2009 at 6:36 pm

  2. მარა ეს რა მუსიკალური შეკითხვაა ლოლ

    noemberi

    July 19, 2009 at 6:36 pm

  3. ხომ შეიძლება რაღაც არაბებთან იყოს დაკავშირებული…
    აი იმიოტომ რომ ებრააელებზე სუნიტებზე და ბარაკ ობამაზე საუბრობს…. ამიტომ მგონია აღმოსავლური…
    თანაც არაბებთან იმიტომ რომ ეგენი ესპანეთში დიდი ხნის განმავლობაში აპირებდნენ თავიანთი კულტურის გავრცელებას….
    სანაცვლოდ კი პირიქით თვითონ აითვისეს იქაური რაღაცეები..
    თან ესპანელები ადრე არაბული ასოებით საკუთარ ენასაც წერდნენ (გაჭირვებისას).
    შეიძლება სულელური ვერსიაა მაგრამ რაღაც ჭეშმარიტების ნატამალი არის აქაც….

    data

    July 19, 2009 at 11:24 pm

  4. პასუხი პრინციპში სწორი არაა, მხოლოდ ესპანელი ებრაელების ენა არაა, ზოგადად სეფარდი ებრაელების ენაა. ისევე როგორც იდიში არის აშკენაზი ებრაელების ენა და არა გერმანელი ებრაელების.

    ძალიანმცხელა

    July 20, 2009 at 10:47 pm

    • პასუხი არის ლადინო. “ესპანელი ებრაელების ენაც” არის და “სეფარდი ებრაელების ენაც” ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ეს განმარტება ჩემი ინტერპრეტაცია იყო, ანუ პასუხი სწორი იყო, განმარტება საჭიროებდა ოდნავ დაკონკრეტებას, ეს იყო და ეს, რაც არაარსებითი იყო მოცემულ შემთხვევაში :)

      linguistuss

      July 21, 2009 at 1:22 am

  5. ეს ესპანურის ერთ-ერთი დიალექტი უნდა იყოს. თვითონ ესპანურს ვსწავლობდი და ეგრევე ვიცანი. დიალექტები ნაღდად არ ვიცი

    zurriuss

    July 21, 2009 at 8:34 am

  6. SHAVUA TOV – ბედნიერ კვირას ნიშნავს და შაბათის მერე ვეუბნებით ერთმანეთს :) ამის მიხედვით მივხვდი, რომ ლადინო უნდა ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს მომისმენია.

    Sophie Golden

    July 21, 2009 at 11:24 am


Leave a reply to linguistuss Cancel reply