ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Archive for November 23rd, 2009

საქართველოს ბანკის ჩემპიონატი, ტური 2

with 10 comments

1. ძვ. ბერძენი ფილოსოფოსი ეპიკურე ამბობდა: თუ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაშინ არ უნდა არსებობდეს ბოროტება, ბოროტება კი არსებობს. ამის გამო ხშირად ეპიკურეს მოიხსენიებენ ასეთ ფილოსოფოსად. მე არ ვიცი, არიან თუ არა ასეთები ადამიანები თქვენს შორის, თუმცა თუ ვიკიპედიის სტატისტიკას დავუჯერებთ, მთელი მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 2.3 %–ია ასეთი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ სიტყვა, რომლითაც მოვიხსენიებთ ასეთ ადამიანებს.

პასუხი: ათეისტი
კომენტარი: ეპიკურემ ბოროტების პრობლემით უარყო ღმერთის არსებობს. ბოროტება არსებობს ე.ი. ღმერთი არ არსებობს ამბობდა ის.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

2. ერთ საპროტესტო ხასიათის საიტზე ვკითხულობთ: „მთელს მსოფლიოში 7 მილიარდი ადამიანისათვის ეს სიტყვა აღნიშნავს რევოლუციონერს. მთელს მშოფლიოში 7 მილიონი ადამიანისთვის, კი ის აღნიშნავს სიტყვა „არას“, რასაც ჩვენ მონოპოლისტებსა და ოლიგარქებს ვეუბნებით, რომლებიც ძარცვავენ ჩვენს ქვეყანას”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ქვეყანა, რომელიც იგულისხმება ამ ფრაზაში.

პასუხი: სომხეთი
კომენტარი: სიტყვა „ჩე“ (che) 7 მილიარდი კაცისათვის აღნიშნავს ერნესტო ჩე გევარას, 7 მილიონი სომეხისთვის მთელს მსოფლიოში კი “ჩე” არის –  „არა“.
წყარო: 1. ბმული

3. ანრი IV ბურბონის ვაჟის, საფრანგეთის ფლოტის ადმირალის, სეზარ დე ბოფორის საგვარეულო გერბზე გამოსახული იყო ობიექტი, რომლის ქვეშაც წარწერილი იყო დევიზი: „ის ემორჩილება მზეს და მართავს ტალღებს“ (Elle obéit au soleil et commande aux flots). რა ობიექტი იყო გამოსახული გერბზე?

პასუხი: მთვარე
კომენტარი: დევიზში მინიშნებულია იმაზე, რომ სეზარ დე ბოფორი ემორჩილება მეფე–მზეს, ლუი XIV–ს, როგორც მთვარე – მზეს და ამავდროულად მართავს ფლოტს, როგორც მთვარე ტალღებს, მიქცევისა და მოქცევის დროს.
წყარო: 1. ბმული

4. გერმანიის იმპერატორს, კაიზერ ვილჰელმ II-ს მიაწერენ ფრაზას, რომელიც შემოკლებულ ვარიანტში სამი “კ”–ს სახელწოდებითაა ცნობილი. ფრაზის თანახმად გერმანელი ქალის ცხოვრებაში უმთავრესია სამი “კ”: Kinder – ბავშვები, Küche – სამზარეულო და Kirche – ეკლესია. იმდროინდელ გერმანიაში არსებობდა ასევე სამი “კ” მამაკაცებისათვის: Kanonen – ზარბაზნები, Kaiser – იმპერატორი… ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ მესამე “კ” მამაკაცებისათვის.

პასუხი: Krieg – ომი, ან Kampf – ბრძოლა
კომენტარი: კაიზერ ვილჰელმ მეორის ეპოქის გერმანიაში ქალები დიასახლისობდნენ, მამაკაცები კი – იბრძოდნენ, ასე იყო გადანაწილებული როლები.
წყარო: 1. ბმული

5. საფრანგეთის პატარა ქალაქ ლიკში ყოველწლიურად იმართება დღესასწაული, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებლები „მახინჯი ქალიშვილებისა და ლამაზი ძროხების დღესასწაულს“ უწოდებენ. ყურადღება შეკითხვა: წელიწადის რომელ დროს იმართება ეს დღესასწაული?

პასუხი: შემოდგომით
კომენტარი: შემოდგომით ძროხები გასუქებულები არიან, ქალიშვილები კი ზაფხულის სიცხეების გამო გაშავებულები და გამხდრები, ფრანგი გლეხები კი თეთრ ქალებს ანიჭებენ უპირატესობას.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

6. პირველად ასეთი წიგნი ლონდონში 1880 წელს დაიბეჭდა და დღემდე მრავალმილიონიანი ტირაჟით გამოდის. ჯაკომო კაზანოვას მრავალრიცხოვან საყვარლებზე საუბრის დროს კი ფედერიკო ფელინიმ დიდი იტალიელი ავანტიურისტის „მემუარები“ ასეთ წიგნს შეადარა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ორი სიტყვით, რას ვუწოდებთ ასეთ წიგნებს?

პასუხი: ტელეფონების წიგნს
კომენტარი: ჯაკომო კაზანოვას მემუარებში მოხსენიებულია ყველა ქალი, ვისთანაც მას რომანი ჰქონია. ქალების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ ფედერიკო ფელინიმ „მემუარები“ ტელეფონების წიგნს შეადარა.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

7. 1959 წლის კუბის რევოლუციის თავკაცებს, ერნესტო ჩე გევარას, ფიდელ კასტროს, რაულ კასტროს და მათ თანამოძმეებს საერთოდ არ ჰქონდათ თავისუფალი დრო, რაც მათ გარეგნობაზეც კი აისახა. ამის გამო კუბელ რევოლუციონერებს მოიხსენიებენ სიტყვით, რომელიც თითქმის იდენტურია კარიბის ზღვაში არსებული სხვა კუნძულის სახელწოდებისა. დაასახელეთ ეს კუნძული.

პასუხი: ბარბადოსი
კომენტარი: მათ თავისუფალი დრო არ ჰქონდათ და წვერს ვერ იპარსავდნენ, ამიტომ მათ „ბარბუდოს“ (წვეროსნები) უწოდეს. კუნძულ ბარბადოსის სახელწოდებაც „წვერიანს“ ნიშნავს.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

8. პარიზში ნეკერის ჰოსპიტალის შესასვლელში განთავსებულია აბრა, რომელიც გვამცნობს, რომ აქ, 1816 წელს გამოგონებულ იქნა ერთი ხელსაწყო. საინტერესოა ისიც, რომ მისი შემქმნელი, რენე თეოფილე ლაენეკი ნაკლებად მორიდებული კაცი რომ ყოფილიყო, მას არასოდეს მოუვიდოდა თავში ამ ხელსაწყოს შექმნის იდეა. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ხელსაწყოს?

პასუხი: სტეტოსკოპი
კომენტარი: რენე თეოფილ ლაენეკს მოერიდა პაეციენტი გოგონას შიშველ მკერდზე ყურის მიდება, ამიტომაც გამოიგონა სტეტოსკოპი. ფონენდოსკოპიც ითვლება!
წყარო: 1. ბმული

9. ალექსანდრე დიუმა–მამა ამბობდა: „ეს ლურსმანია, რომელზეც მე ჩემს ნახატებს ვკიდებო“. ვოლტერმა კი მას “დანაშაულთა და უბედურებათა პანორამა” უწოდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ერთი სიტყვით, რის შესახებაა საუბარი.

პასუხი: ისტორია
წყარო: 1. Жан-Кристиан Птифис, Истинный д’Артаньян 2. ბმული 3. ბმული

10. 2009 წლის 20 იანვარს, პრეზიდენტ ბარაქ ობამას ინაუგურაციაზე, ვაშინგტონის ქუჩებში უცნაური სატრანსპორტო საშუალება გამოჩნდა. მას ჰქონდა 6 ბორბალი, რომელთაგან თითოეული იყო გამწევი. შეეძლო მოძრაობა ნებისმიერი მიმართულებით, მათ შორის საკუთარი ღერძის გარშემოც. ტრანსპორტის მომრგვალებული წინა ნაწილი კი, რომელშიც შვიდი ფანჯარა იყო ჩამონტაჟებული მას ერთი დიდი მწერის იერსახეს აძლევდა. თუკი ყველაფერი კარგად დასრულდა 10 წლის შემდეგ ამ სატრანსპორტო საშუალებას მრავალი მილიონი ადამიანი იხილავს ტელევიზორის ეკრანზე. ყურადღება შეკითხვა: საიდან იქნება რეპორტაჟი?

პასუხი: მთვარიდან
კომენტარი: ბარაქ ობამას ინაუგურაციაზე მოხდა მთვარეზე სავალი სპეციალური მოწყობილობის LER-ის (Lunar Electric Rover) პრეზენტაცია. 2019 წელს აშშ–ს მთავრობა, 50 წლის შემდეგ კვლავ გეგმავს მთვარეზე დაჯდომას.
წყარო: ჟურნალი „გეო“ (რუსული გამოცემა), 2009 წ. ივლისის გამოცემა, გვ. 127

11. ისტორიაში მრავალი ფაქტი არსებობს, როდესაც წარმატებული მონარქის დედას განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ ხოლმე. ასე მოხდა ძვ. რომის იმპერატორის კონსტანტინე დიდის შემთხვევაშიც, რომლის უმთავრესი დამსახურებაც ისტორიის წინაშე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაა. შემდგომში იმპერატორის დედას გამორჩეული პატივი მიაგეს და მისი სახელი ერთ კუნძულს უწოდეს, თუმცა ეს კუნძული საყოველთაოდ ცნობილი სხვა იმპერატორის წყალობით გახდა. ყურადღება შეკითხვა: მითხარით რა ეწოდება კუნძულს?

პასუხი: წმინდა ელენეს კუნძული
კომენტარი: კონსტანტინე დიდის დედა, ელენე კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. შემდგომში მისი სახელი ეწოდა წმინდა ელენეს კუნძულს, სადაც უკანასკნელი დღეები გაატარა და გარდაიცვალა იმპერატორი ნაპოლეონ I, იგივე ბონაპარტი.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული 3. ბმული 4. ბმული

12. 1979 წელს ძმებმა, ჰარვი და ბობ ვაინშტეინებმა აშშ–ში დაარსეს კინოკომპანია, რომელსაც სახელი მათი მშობლების სახელების გაერთიანებით უწოდეს. ყურადღება შეკითხვა: რა ერქვათ ჰარვი და ბობ ვაინშტაინების დედ–მამას?

პასუხი: მირა და მაქსი
კომენტარი: ძმებმა დააარსეს კომპანია “მირამაქსი”.
წყარო: 1. ბმული

13. ეს ჟურნალი 1976 წელს დაარსდა გერმანიაში და თანამედროვე სამყაროში მრავალ ენაზე გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ამ ჟურნალის ქართული ვერსია, ოლიმპიურ თამაშებზე ირაკლი ცირეკიძე, ზურაბ ზვიადაური და ნესტორ ხერგიანი მაინც ახდენდნენ ამ ჟურნალის ფარულ რეკლამირებას. ყურადღება შეკითხვა: რა ეწოდება ამ ჟურნალს?

პასუხი: GEO
კომენტარი: საქართველოს ოლიმპიადაზე შემოკლებით აღნიშნავენ, როგორც GEO. რაც თითოეულ ქართველ ძიუდოისტს ზურგზე ათენისა და პეკინის ოლიმპიადებზე.
წყარო: 1. ბმული

14. 1990 წელს დასრულდა სარკინიგზო ხაზის მშენებლობა ყაზახეთის ქალაქ ალმა-ატასა და ჩინეთის ქალაქ ურუმჩის შორის, რითაც დასრულდა ერთი დიდი თანამედროვე პროექტი. დაასახელეთ საქართველოში მოქმედი ბანკი, რომლის სახელწოდებაც მთლიანად ან ნაწილობრივ შეესიტყვება პროექტის სახელწოდებას.

პასუხი: Silk Road Bank
კომენტარი: პროექტის წარმოადგენს თანამედროვე სარკინიგზო ხაზს, რომელიც იმეორებს აბრეშუმის გზის ძველ მარშრუტს. Silk Road Bank საქართველოში მოქმედი ერთ–ერთი ბანკია.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

15. კუბელმა პლანტატორმა, კარლოს მანუელ სესპედესმა 1868 წელს საკუთარი მონები გაათავისუფლა და თანაკუნძულელთა გასამხნევებლად ორი სიტყვა შესძახა. ეს შეძახილი სულ მალე რევოლუციურ დევიზად იქცა. ეს დევიზი თქვენ გსმენიათ, ზოგიერთ თქვენთაგანს კი შესაძლოა წარმოუთქვამს კიდეც შეკვეთის მიცემის დროს. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ეს დევიზი ორი სიტყვით.

პასუხი: კუბა ლიბრე
კომენტარი: „კუბა ლიბრე“ ესპანურად თავისუფალ კუბას ნიშნავს, თანამედროვე სამყაროში კი კოქტეილი „კუბა ლიბრე“ კოკა–კოლისა და რომის გაზავებით მიიღება. კოქტეილის შეკვეთის დროს ზოგიერთ თქვენთაგანი აუცილებლად წარმოთქვამს „კუბა ლიბრეს“.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

16. მოგეხსენებათ ისტორიას ხანდახან შავბნელი იუმორით უნდა შევხედოთ, ზუსტად ასე მოიქცა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ერეკლე ურუშაძე, როცა ამ ქართველ ისტორიულ პიროვნებას “ბუზთა ბატონი” უწოდა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ვის შესახებაა საუბარი?

პასუხი: ცოტნე დადიანი
კომენტარი: საუბარია კოხტასთავის შეთქმულებაზე, რომლის მონაწილეებსაც თაფლი წაუსვეს და მზის გულზე დასვეს, რომელთაც ცოტნე დადიანი გვერდზე მიუჯდა. მიუხედავად იმისა, რომ ცოტნე დადიანს თაფლი არ ესვა, ბუზები მის გარშემო ისედაც ბევრი იყო. კოხტასთავის შეთქმულების ნებისმიერი მონაწილე ჩაითვლება, როგორც სწორი პასუხი.
წყარო: ერეკლე ურუშაძის პირადი კომენტარი Facebook-ში.

17. ეს ფრაზა პირველად საღვთო რომის იმპერატორის კარლოს მეხუთის იმპერიის მისამართით გამოიყენეს. შემდგომში შილერმა “დონ კარლოსში” ფილიპე მეორეს ათქმევინა იგივე თავის სამფლობელოზე, ხოლო ფართო გამოყენება ამ ფრაზამ მე–19 საუკუნეში ბრიტანეთის იმპერიაში შეიძინა. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ვარსკვლავი, რომელიც ფიგურირებს ამ ფრაზაში?

პასუხი: მზე
კომენტარი: ამ ფრაზის ყველაზე პოპულარული ვარიაცია ჟღერს შემდეგნაირად: ბრიტანეთის იმპერიაში არასოდეს ჩადის მზე. პირველად ეს ფრაზა კარლოს მეხუთის იმპერიის შესახებ ითქვა.
წყარო: 1. ბმული

18. 2009 წლის 4 იანვარს მთელმა მსოფლიომ აღნიშნა ერთი ცნობილი ადამიანის დაბადების 200 წლის იუბილე. პარიზში ამ იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დოქტორმა ეუკლიდ ჰერიმ წაიკითხა ლექცია სათაურით: “ექვსი წერტილი, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო”. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ იუბილარის სახელი და გვარი.

პასუხი: ლუი ბრაილი
კომენტარი: ბრაილის ანბანში ექვსი ამობურცული წერტილის საშუალებით ხდება ასოების ჩაწერა.
წყარო: 1. ბმული

19. პონტე ვეკიოს ხიდი ფლორენციაში პალაცო ვეკიოს აკავშირებს პიტის სასახლესთან. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ხიდი ვაჭართა და გადამყიდველთა ნავთსაყუდელს წარმოადგენდა. ხიდზე ვაჭრებს დახლი ჰქონდათ გაშლილი, რომლებზეც მათი საქონელი ეწყო. თუ კი რომელიმე მოვაჭრე გადასახადებს ვერ იხდიდა, ან ვალებს იდებდა, მას დახლს უმტვრევდნენ და საქონლის გაყიდვას უკრძალავდნენ, გადმოცემის თანახმად სწორად ამ ხიდზე წარმოიშვა ეს სიტყვა… რომელი სიტყვა?

პასუხი: ბანკროტი
კომენტარი: იტალიურად გატეხილი დახლი ასევე ითარგმნება “ბანკა როტტა”.
წყარო: 1. ბმული

20. იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: “და დაწერა პილატე ფიცარი და დასდვა ჯუარსა მას ზედა. და იყო წერილი ესრე: იესუ ნაზარეველი, მეუფჱ ჰურიათაჲ.”. შემდეგ სტრიქონში ირკვევა, რომ ეს წარწერა იყო ასეთი. საინტერესოა ისიც, ყოველკვირეული გაზეთი “ჯორჯიან თაიმსიც” არის ასეთი. ყურადღება შეკითხვა: დაასახელეთ ზედსართავი სახელი, რომელიც მე შეკითხვაში მოვიხსენიე, როგორც “ასეთი”.

პასუხი: სამენოვანი
კომენტარი: “იუდეველთაგან ბევრმა წაიკითხა ეს წარწერა (ვინაიდან ადგილი, სადაც ჯვარს აცვეს იესო, ახლოს იყო ქალაქთან), და დაწერილი იყო ებრაულად, ლათინურად და ბერძნულად”. ჯორჯიან თაიმსი გამოდის ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.
წყარო: 1. ბმული 2. ბმული

Written by linguistuss

November 23, 2009 at 5:05 pm