ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ადამ ჯეიქოთ დე ბოინოს წიგნები

with 15 comments


ერთი ძალიან კარგი წიგნი ჩამივარდა ხელთ. უფრო სწორად სამი წიგნი ერთ დიდ ელექტრონულ წიგნად. მისი ავტორი ბრიტანელი ლინგვისტი ადამ ჯეიქოთ დე ბოინო გახლავთ. ეს ადამიანი ერთი უცნაური საქმიანობითაა დაკავებული – უცნაურ სიტყვებს აგროვებს. აი, დაახლოებით ისეთ სიტყვებს, რომელთა გაგებასაც მთელი კულტურის გააზრება სჭირდება. იმ კულტურის, რომლის წიაღშიც შეიქმნა ესა თუ ის სიტყვა. ჰოდა, ჩავუჯექი ამ წიგნებს. ამონარიდებს ნელ–ნელა შემოგთავაზებთ ხოლმე… ელექტრონულ წიგნს კი არ დავდებ :)

Advertisements

Written by linguistuss

October 17, 2010 at 3:08 am

15 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ფრანგული პრონონსით ბუანო არ იქნება?
    მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ბრიტანელია, ფრანგული წარმოშობის გვარია

    dv0rsky

    October 17, 2010 at 11:02 am

  2. Адам Жако де Буано

    dv0rsky

    October 17, 2010 at 11:03 am

    • გააჩნია ეგ კაცი თავის თავს როგორ ეძახის. ჰო, ფრანგულად ბუანო იკითხება, თუმცა ესეთ გვარებში მხოლოდ ბოლო ასოს არ კითხულობენ ხოლმე და გაინგლისურებულად წარმოთქვამენ. ასე რომ სანამ იმეილს არ მივწერ, ისე ვერ დავადგენთ ბუანოა, ბოინო, ბოინოდი თუ ჟვანეცკი…

      linguistuss

      October 17, 2010 at 3:56 pm

  3. შეგიძლია ელ-წიგნი არ დადო, მაგრამ სკაიპში გადმომიგზავნო? :P მაინც აღარ წერ კითხვებს და… :P

    p.s. თუ ხელი მომეცარა, სხვა რა გზაა… მომიწევს შენი მეთოდით მოძიება :D

    blumgardt

    October 17, 2010 at 12:08 pm

    • მივაგენი :P

      blumgardt

      October 17, 2010 at 12:24 pm

  4. ჩვენც რომ წიგნები გვაზიარო მის წიგნებს, რაა ამისათვის საჭირო?

    წკაპო

    October 17, 2010 at 1:52 pm

  5. Can you please be generous:)Please

    Tamar Berulava

    October 17, 2010 at 2:38 pm

    • ვერ ვიქნები გულუხვი, მერე მეილებს მიგზავნიან ქოფირაითს რატომ არღვევო. ჰოდა, მეც არ დავარღვევ :)

      linguistuss

      October 17, 2010 at 4:00 pm

  6. კარგად დაგუგლეთ და ეგ არის :) 5 წუთის საქმეა :)

    ახლა ვკითხულობ, მაგარია :)

    blumgardt

    October 17, 2010 at 6:00 pm

  7. http://bit.ly/9ZUBjd
    ეს წიგნია bin.ge ზე ატვირთული გადმოიწერეთ . ახლა მემგონი არაფერი დამირღვევია მე :)

    tornike12

    October 17, 2010 at 6:19 pm

  8. შენ როდის ხარ გულუხვი:))))))

    მწირი

    October 18, 2010 at 11:28 am

  9. მე შენს ადგილზე წიგნს არ დავდებდი აქ, პირდაპირ ამონარიდებს შევთავაზებდი მკითხველს :) :)

    litterator

    October 18, 2010 at 2:55 pm

    • მე არ დამიდია :)

      linguistuss

      October 18, 2010 at 3:21 pm

      • ხო ანუ დასახელება და ავტორი ვიგულისხმე :D

        litterator

        October 18, 2010 at 3:53 pm

  10. ველი :)

    undone

    October 18, 2010 at 7:58 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: