ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ახალი ლექსიკონის საწყისებთან

with one comment

ეს ქალი, ერინ მაკკინი მგონი ჩემს აზრებს კითხულობს, უფრო სწორად შეიძლება მე წავიკითხე მისი აზრები სადღაც პარალელურ სამყაროში (ჩჟუანცზის და პეპლის ისტორია ხომ გახსოვთ?!), თუმცა ფაქტია რომ ის, რასაც იგი “ახალი იდეების” გრიფით აჟღერებს, ჩემთვის არ იყო ახალი და უკვე ნაფიქრი მქონდა, ან სადღაც წაკითხული და ამავდროულად მისი მანერა ლექსიკოგრაფთა ერთი შეხედვით მოსაწყენ და უინტერესო რუტინას შეხედოს როგორც თავშესაქცევ საქმიანობას, ძალიან მხიბლავს.

მეტაფორასაც არა უშავდა, თავის თავს რომ მებადურს უწოდებს, ყოველ დღე სიტყვების ზღვაში რომ გადის და თევზაობს. “ცუდი” სიტყვების რეაბილიტაციის მცდელობაც და ვიქტორიანული მორალის, რომელიც დღემდე შემორჩენილია თანამედროვე ინგლისურენოვან ლექსიკონებში, კრიტიკაც ერთობ სახალისო იყო. ერთი სიტყვით ამ ქალის ყურებითა და მოსმენით ძლიერ ვისიამოვნე, ჰოდა იდოს აქ ეს ბმული, კიდევ ვუყურებ ცუდ ხასიათზე როცა ვიქნები.

Written by linguistuss

October 21, 2010 at 12:10 pm

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. როგორც თავშესაქცევ საქმიანობას ისე, რომ შევხედო ჯერ მოსაწყენი და უინტერესო უნდა მეჩვენოს ლექსიკოგრაფია, მე კი ასეთად არ მეჩვენება :) პირიქით ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია.

    ხო ისე გეთანხმები სასიამოვნო ქალია, მხიარული, კარგი შოუმენია :)

    litterator

    October 21, 2010 at 6:36 pm


Leave a comment