ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

შვარცენეგერმა კუნთები გამოაჩინა

with 3 comments

2009 წლის ოქტომბერში გაბრაზებულმა კალიფორნიის გუბერნატორმა, არნოლდ შვარცენეგერმა ვეტო დაადო კალიფორნიელი კანონმდებლების მიერ შემუშავებულ კანონს და ამ კანონის მთავარ ინიციატორს, ტომ ამიანოს შემდეგი წერილი მისწერა:

I am returning Assembly Bill 1176 without my signature.

For some time now I have lamented the fact that major issues are overlooked while many
unnecessary bills come to me for consideration. Water reform, prison reform, and health
care are major issues my Administration has brought to the table, but the Legislature just
kicks the can down the alley.

Yet another legislative year has come and gone without the major reforms Californians
overwhelmingly deserve. In light of this, and after careful consideration, I believe it is
unnecessary to sign this measure at this time.

Sincerely,

Arnold Schwarzenegger

წერილის შინაარსი საინტერესო არ არის. არაფრისმთქმელი ბიუროკრატიული ბლა–ბლა–ბლა, როგორც ჩანს ყოფილ კიბორგსაც შემოესწავლა, თუმცა ყველაზე დაუკვირვებელი ადამიანიც კი შენიშნავს აკროსტიქს, რომელსაც წერილის პირველი სტრიქონები ადგენენ: “I FUCK YOU”. უფრო საინტერესო კი ის არის, რომ კალიფორნიის გუბერნატორის ადმინისტრაციამ ამის შემდგომ ბოდიში მოიხადა, ეს ყველაფერი გაუგებრობაა და დამთხვევააო, მის უდიდებულესობა კალიფორნიის გუბერნატორი, ასეთი უშვერი ფორმით არავის შეურაცხყოფს, მით უფრო კალიფორნიის შტატის ასამბლეის წევრებსო… მარტივი კომბინატორიკული გამოთვლებით ალბათობა იმისა, რომ ეს ფრაზა აქ ასე შემთხვევით დაიწეროს არის ერთი რამდენიმე მილიარდთან. ვისაც გჯერათ, რომ შვარცენეგერს ტომ ამიანოს სამ ასოზე გაშვება არ სურდა, გაგატარებთ!

Written by linguistuss

November 18, 2009 at 7:28 pm

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. :D :D
    მიყვარს არნოლდი <3

    BloggerGirl

    November 18, 2009 at 7:53 pm

  2. მსგავსი ეპიტაფიაც ხო აღმოაჩინე სადღაც :)

    lomski

    November 18, 2009 at 11:00 pm

  3. ჰოდა რუსეთის ბოდ-ბილდინგის ფედერაციამ ბევრი იფიქრა და არნოლდს საჩუქრად პუტინის ქანდაკება გაუგზავნა… ნუ ჯერ არ გაუგზავნია,მაგრამ აპირებს – შეკვეთა უკვე მისცეს ერთ-ერთ რუს სკულპტორს.

    რატომაო რომ კითხეს – ორივენი პოლიტიკოსები არიან და სპორტსმენებიო.

    შვარცენეგერის ადგილას, მაგათაც რაიმე ეგეთ მაკვარანცხულ მადლობის უსტარს გამოვუგზავნიდი პასუხად.

    Lord Vader

    November 20, 2009 at 2:24 am


Leave a comment