ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

სიმპსონები ტყუიან, თუ ფერმა?

with 24 comments

არც სიმპსონების მოყვარული ვარ და არც სამსონაძეების, თუმცა ხანდახან კარგად ხუმრობენ ხოლმე. განსაკუთრებით მომწონს ხუმრობები, რომლებიც საშუალო სტატისტიკურ იუმორს სცილდება. თქვენ წინაშე წარმოდგენილი კადრიც ასეთი იუმორის ილუსტრაციაა. მოუმზადებელმა ადამიანმა ამის ნახვის შემდეგ შეიძლება მხრები აიჩეჩოს და სხვა არხზე გადართოს, ან მედიაპლეიერი დახუროს, თუმცა ეს კადრი ისეთ რაღაცას შეიცავს, რაზედაც აუცილებლად ღირს ლაპარაკი. საუბარი ჩვენი ჰომეროსის უკან გაკეთებულ უწყინარ წარწერაზე მაქვს:

მათ საყურადღებოთ, ვინც კვლავ ვერ მიხვდა ვერაფერს განვმარტავ, რომ ასეთი ტოლობა 20 წლის ვერავის ვერ გააკვირვებდა და შინააარსიც ირონიული არ ექნებოდა. ამ ტოლობას ხომ ფერმას დიდი თეორემა კრძალავს, რომელიც 358 წლის განმავლობაში ჰაერში ეკიდა. მისი ისტორია კი ასეთია: ფრანგი იურისტი, პიერ ფერმა, რომლისთვისაც მათემატიკა მხოლოდ ჰობი იყო, ძვ. ბერძენი მათემატიკოსის, დიოფანტეს ნაშრომის, “არითმეტიკის” კითხვის დროს წააწყდა ფრაზას, სადაც ეწერა, რომ არ მოიძებნება ისეთი ორი მთელი დადებითი რიცხვი რომელთა კუბების ჯამი რომელიმე სხვა რიცხვის კუბის ტოლი იქნებაო. რაზედაც ფერმამ წიგნის არეზე მიაწერა, ეს ჭეშმარიტია არამხოლოდ კუბების, არამედ მეოთხე ხარისხების და საერთოდ ნებისმიერი ხარისხის შემთხვევაშიო, ამის დამტკიცება შემიძლია, თუმცა წიგნის მარგინალიაზე ადგილი არ მყოფნის და შესაბამისად ვერ დავამტკიცებო…

დიოფანტეს “არითმეტიკის” წიგნის კიდეში მიწერილი პიერ ფერმას კომენტარი, როგორც უკვე აღვნიშნე, 358 წლის განმავლობაში აღელვებდა კაცობრიობას. მრავალ დიდ მათემატიკოსს ხელი მოეცარა, მრავალმა ნაწილობრივ დაამტკიცა, მაგალითად ლეონარდ ეილერმა აჩვენა, რომ მე–100 ხარისხის ფარგლებში ფერმას თეორემა ჭეშმარიტიაო, თუმცა ეს თეორემა იმითაა გენიალური და ამავდროულად რთულად დასამტკიცებელი, რომ n რაც არ უნდა დიდი ავიღოთ, მაინც ჭეშმარიტი უნდა იყოს, შესაბამისად კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.

მათემატიკოსებმა კინაღამ დაიჯერეს, რომ ფერმამ იხუმრა და სერიოზულად არ უთქვამსო. არტურ პორჯესმა ერთი საყვარელი მოთხრობაც კი გამოაცხო ამ თემაზე “საიმონ ფლეგი და ეშმაკი”, სადაც ამ თეორემას ეშმაკიც კი ვერ დაამტკიცებს და გაწბილებული დამარცხდება მთავარ პერსონაჟთან ორთაბრძოლაში, თუმცა როგორც ყველაფერს, ამ ისტორიასაც გამოუჩნდა მთავარი გმირი – ინგლისელი მათემატიკოსი, ენდრიუ უაილსი, რომელმაც 1995 წელს მთელი მათემატიკური საზოგადოება გააოცა თავისი არატრივიალური ნაშრომით, სადაც მას ფერმას დიდი თეორემის დამტკიცებაზე ჰქონდა პრეტენზია გამოთქმული. მათთვის ვისაც სირთულეები უყვარს, ან არ იცის რა არის რთული ტექსტი, შეუძლია უაილსის დამტკიცებას გაეცნოს [გადმოსაწერი ბმული]. მათემატიკოსებმა ბევრი იმსჯელეს, შურისგან გასკდნენ, ხელები აწიეს და თქვეს აფერუმ შენს ვაჟკაცობას, ჩვენო ენდრიუ. მას შემდეგ ენდრიუ უაილსი მთელმა დედამიწამ გაიცნო, გადაიღეს მის შესახებ ფილმები და ერთი სიტყვით ნამდვილი გმირი მოევლინა ბრიტანეთს. ამის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ საიმონ სინგჰის წიგნში “ფერმას ენიგმა”, მე კი კვლავ სიმპსონებს დავუბრუნდები.

სიმპსონების შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ჰომერ სიმპსონის ზურგსუკან განთავსებული ტოლობა ჭეშმარიტია და ფერმა იტყუება. ამის შესამოწმებლად შეგვიძლია დავწეროთ მარტივი პროგრამა C++ –ზე (ვინაიდან ჩვენი კალკულატორი ამდენს ვერ გაქაჩავს) და შევამოწმოთ მართლა ასეა, თუ არა:

int main(int argc, char* argv[]) {

__int64 a,b,c,d;

a = pow(1782,12);
b = pow(1841,12);
c = a+b;
d = pow(1922,12);

if (c=d)

cout<< “Simpsonebi martlebi arian, ferma tyuis!\n”;

else

cout<< “Simpsonebi tyuian\n”;

getch();
return 0;

}

ეს პროგრამა რომ დავაკომპილიროთ და გავუშვათ ის დაგვიწერს:  Simpsonebi martlebi arian, ferma tyuis!

ძვირფასო ინტელექტუალებო: ვინ ტყუის გამაგებინეთ, სადაა შეცდომა? :)

[სწორ პასუხის შემცველ კომენტარებს 1 კვირით დავმალავ, ასე რომ გაითვალისწინეთ და თუ მიხვდით თქვენთვის შეინახეთ, აცადეთ სხვებსაც]

24 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. happy birthday to you, linguistuss!

    lomski

    November 20, 2009 at 5:35 pm

  2. __int64 არაა საკმარისი ამხელა ციფრებისათვის და “ტოლობა” mod(2^64)ითაა

    საშ.სტატ

    November 20, 2009 at 5:51 pm

    • if(c==d)

      საშ.სტატ

      November 20, 2009 at 6:01 pm

  3. ‘ვინ როგორ ზეიმობს საკუთარ დაბადების დღეს’ ქვია ამას :D

    გილოცავ, ლინგვისტუს! :)

    NO-Spa

    November 20, 2009 at 8:15 pm

  4. მე მაინც ვერაფერი გავიგე ამ პოსტში და დაბადების დღეს მაინც მოგილოცავ. უი დღეს ჩემი ბაბუას დაბადების დღეა კიდევ. :)

    ნინო

    November 20, 2009 at 9:29 pm

  5. ბატონო ვახტანგ, თქვენს მიერ მითითებულ პროგში, ნუთუ ბიბლიოთეკების ჩართვა არაა საჭირო?

    chiqo

    November 20, 2009 at 9:53 pm

  6. და system pause კიდო… :P

    chiqo

    November 20, 2009 at 9:56 pm

    • system pause არის, იგივე getch();
      მართალი ხარ, შეტანა–გამოტანის ბიბლიოთეკის დამატება უნდა და დიდი ინტეჯერების. by default იგულისხმება, რომ ბიბლიოთეკებში და ინტეჯერში არ არის შეცდომა, თორემ არ ეყოფა ამ ამბავს 64 ბიტიანი ინტეჯერი და ასევე cout ბიბლიოთეკისა და namespace–ის გარეშე არ იმუშავებს, რა თქმა უნდა…

      linguistuss

      November 21, 2009 at 12:25 am

  7. ეს მომეწონა, საღოლ სიმსონებს.

    რაჭველა

    November 20, 2009 at 11:22 pm

  8. Alles Gute zum Geburtstag :)

    Ladybird

    November 21, 2009 at 2:10 am

  9. ჰმმმ სინტაქსური შეცდომები აშკარაა და მათემატიკური შეცდომაც არის რამე? o_O

    somebody

    November 21, 2009 at 4:00 am

  10. ეს მექანიკური შეცდომაა?
    If (c=d) ? ამ შემთხვევაში თუ c-ს ნულისაგან განსხვავებულ რიცხვს ანიჭებ სულ true არ იქნება?

    If (c==d) უნდა ეწეროს.

    ეს კარგი,მარა თუ მექანიკური შეცდომაა ესე იგი სხვა მუღამი არის რამე?

    SCHIZOPHRENIA

    November 21, 2009 at 7:24 am

    • ეგ არც სინტაქსური შეცდომაა და არც მექანიკური… არაპროგრამისტების გონების ასარევად იყო ჩაფიქრებული ეს პოსტი, თუმცა პროგრამისტები შემოხვედით და ყველაფერი გააფუჭეთ :)

      linguistuss

      November 21, 2009 at 3:53 pm


Leave a comment